Monday, May 18, 2020

კითხვის წესები/ Reading Rules


ინგლისურ ენაში გამოყენებულია ლათინური ანბანის 26 ასო, რაც არ არის საკმარისი ინგლისური ბგერითი ერთეულების არსანისნავად, ამიტომ ზოგიერთი თანხმოვნის გამოსახატავად იყენებენ ასოთშეთანხმებებს:


sh-იკითხება, როგორც ქართული "შ"(მაგ: sheep- ცხვარი, shop მაღაზია).

ch-იკითხება, როგორც 1. "ჩ" (chair-სკამი). 2.[k] - ბერძნული წარმოშობის სიტყვებში (character - ხასიათი);3. ფრანგული ენიდან ნასესხებ სიტყვებში, დაახლოებით როგორც "ხ" ( machine- მანქანა).

tch-იკითხება დაახლოებით , როგორც "თჩ" (catch-დაჭერა).

ck- იკითხება, როგორც [კ] -მოკლე ხმოვნის შემდეგ (black-შავი).

th- იკითხება, როგორც ყრუ ბგერა 1. სიტყვების დასაწყისსა და ბოლოში (theatre-თეატრი, tooth- კბილი);2.როგორც მჟღერი ბგერა დამხმარე სიტყვების  დასაწყისსა და  ხმოვნებს შორის :there -იქ, bathe- ბანაობა.

wr - იკითხება როგორც  [r]- wrist- მაჯა.

qu-იკითხება, როგორც 1. [კწ] ხმოვნის წინ queen -დედოფალი2. [k]- ფრანგული წარმოშობის სიტყვებში- unique-ერთადერთი.

gh-1. სიტყვის შუაში და ბოლოში არ წარმოითქმება. high- მაღალი. 2.au, ou -ს შემდეგ იკითხება, როგორც  [f] laughter-სიცილი.

gn-სიტყვის დასაწყისსა და ბოლოში იკითხება, როგორც  [n] sign-ნიშანი.

ph-იკითხება , როგორც  [f]  phone-ტელეფონი.

k -სიტყვის დასაწყისში, n-ს წინ არ იკითხება knock- კაკუნი.

c -1.იკითხება, როგორც [s] e, i, y ხმოვნების წინ. nice-მშვენიერი; 2.დანარჩენი ხმოვნების:a, o, y-ს და ყველა თანხმოვნის წინ იკითხება, როგორც [k] country-ქვეყანა,cream-ნაღები.

g -1. იკითხება, როგორც [ d] e, i, y  ხმოვნების წინ gentle- ნაზი. გამონაკლისებია : girl, get, give, etc. 2. დანარჩენი ხმოვნების და ყველა თანხმოვნის წინ იკითხება, როგორც  [g] gather-შეგროვება.

y- 1.ღია მახვილიან მარცვალში წარმოითქმის როგორც ხმოვანი [ai] my-ჩემი.2. დახურულ მახვილიან მარცვალსა და წინადადების ბოლოს  იკითხება , როგორც [ i] mystery- იდუმალება.

oo- იკითხება, როგორც [u:]-spoon-კოვზი.

oa-იკითხება, როგორც [ou] boat- ნავი.

ou- იკითხება, როგორც [au] round -მრგვალი.

ei, ie-იკითხება, როგორც [i:] niece-დის შვილი.

o-იკითხება როგორც [^] თანხმოვნების n, m, th, v-ს წინ  son - ვაჟი.

aw, au - იკითხება, როგორც [0:] low- კანონი.







No comments:

Post a Comment

მეტყველების ნაწილები/ PARTS OF SPEECH

ინგლისურ ენაში 11 მეტყველების ნაწილია: 1.არსებითი სახელი-/The Noun ( a book, America, childhood..._; 2. არტიკლი/The Article - (a,...