Monday, May 18, 2020

მეტყველების ნაწილები/ PARTS OF SPEECH

ინგლისურ ენაში 11 მეტყველების ნაწილია:


1.არსებითი სახელი-/The Noun ( a book, America, childhood..._;


2. არტიკლი/The Article - (a, an , the);


3.ზედსართავი სახელი/The Adjective ( nice, glad, high, wide...);


4.ნაცვალსახელი/The Pronoun ( I, you, it, something...);


5.რიცხვითი სახელი/the Numeral (one, The third, thirty...);


6.ზმნა/The Verb (To have, to read, to be...);


7.ზმნიზედა/The Adverb (often, seldom, very...);


8.წინდებული/ The Preposition (in, on, at, from, for...);


9. კავშირი/The Conjunction (but, and, because...);


10. ნაწილაკი/ ნაწილაკი The Particle (just, too, also...);


11. შორისდებული/The Interjection (Oh! Hush! Wow!...).


          სრულმნიშვნელოვანი მეტყველების ნაწილები


არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა და ზმნიზედა სრულმნიშვნელოვანი მეტყველების ნაწილებია.


დამხმარე სიტყვები

                   არტიკლი, თანდებული, კავშირი და ნაწილაკი დამხმარე სიტყვებია.


                                      შორისდებული

შორისდებული ადამიანის განწყობილებას გამოხატავს. ის დამოუკიდებლად იხმარება , მაგრამ წინადადების წევრი არ არის.




მორფოლოგია/ MORPHOLOGY

მორფოლოგია არის გრამატიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მეტყველების ნაწილებს, მათ თვისებას, აგებულებასა და ფორმაცვალების წესებს.

კითხვის წესები/ Reading Rules


ინგლისურ ენაში გამოყენებულია ლათინური ანბანის 26 ასო, რაც არ არის საკმარისი ინგლისური ბგერითი ერთეულების არსანისნავად, ამიტომ ზოგიერთი თანხმოვნის გამოსახატავად იყენებენ ასოთშეთანხმებებს:


sh-იკითხება, როგორც ქართული "შ"(მაგ: sheep- ცხვარი, shop მაღაზია).

ch-იკითხება, როგორც 1. "ჩ" (chair-სკამი). 2.[k] - ბერძნული წარმოშობის სიტყვებში (character - ხასიათი);3. ფრანგული ენიდან ნასესხებ სიტყვებში, დაახლოებით როგორც "ხ" ( machine- მანქანა).

tch-იკითხება დაახლოებით , როგორც "თჩ" (catch-დაჭერა).

ck- იკითხება, როგორც [კ] -მოკლე ხმოვნის შემდეგ (black-შავი).

th- იკითხება, როგორც ყრუ ბგერა 1. სიტყვების დასაწყისსა და ბოლოში (theatre-თეატრი, tooth- კბილი);2.როგორც მჟღერი ბგერა დამხმარე სიტყვების  დასაწყისსა და  ხმოვნებს შორის :there -იქ, bathe- ბანაობა.

wr - იკითხება როგორც  [r]- wrist- მაჯა.

qu-იკითხება, როგორც 1. [კწ] ხმოვნის წინ queen -დედოფალი2. [k]- ფრანგული წარმოშობის სიტყვებში- unique-ერთადერთი.

gh-1. სიტყვის შუაში და ბოლოში არ წარმოითქმება. high- მაღალი. 2.au, ou -ს შემდეგ იკითხება, როგორც  [f] laughter-სიცილი.

gn-სიტყვის დასაწყისსა და ბოლოში იკითხება, როგორც  [n] sign-ნიშანი.

ph-იკითხება , როგორც  [f]  phone-ტელეფონი.

k -სიტყვის დასაწყისში, n-ს წინ არ იკითხება knock- კაკუნი.

c -1.იკითხება, როგორც [s] e, i, y ხმოვნების წინ. nice-მშვენიერი; 2.დანარჩენი ხმოვნების:a, o, y-ს და ყველა თანხმოვნის წინ იკითხება, როგორც [k] country-ქვეყანა,cream-ნაღები.

g -1. იკითხება, როგორც [ d] e, i, y  ხმოვნების წინ gentle- ნაზი. გამონაკლისებია : girl, get, give, etc. 2. დანარჩენი ხმოვნების და ყველა თანხმოვნის წინ იკითხება, როგორც  [g] gather-შეგროვება.

y- 1.ღია მახვილიან მარცვალში წარმოითქმის როგორც ხმოვანი [ai] my-ჩემი.2. დახურულ მახვილიან მარცვალსა და წინადადების ბოლოს  იკითხება , როგორც [ i] mystery- იდუმალება.

oo- იკითხება, როგორც [u:]-spoon-კოვზი.

oa-იკითხება, როგორც [ou] boat- ნავი.

ou- იკითხება, როგორც [au] round -მრგვალი.

ei, ie-იკითხება, როგორც [i:] niece-დის შვილი.

o-იკითხება როგორც [^] თანხმოვნების n, m, th, v-ს წინ  son - ვაჟი.

aw, au - იკითხება, როგორც [0:] low- კანონი.







მეტყველების ნაწილები/ PARTS OF SPEECH

ინგლისურ ენაში 11 მეტყველების ნაწილია: 1.არსებითი სახელი-/The Noun ( a book, America, childhood..._; 2. არტიკლი/The Article - (a,...